დავასრულე პორტფოლიოს პრეზენტაციაზე მუშაობა და გამოვაქვეყნე ბლოგზე.
ტრენერმა ისაუბრა ინტერნეტის დანიშნულებაზე, და მოძიებული ინფორმაციის დროს საავტორო უფლებების დაცვაზე.
გეგმაში შევავსე შეფასების დროის ჩარჩო.
ვისაუბრეთ ზოგადად შეფასების სქემებზე, როგორ უნდა მოვარგოთ მოსწავლის საჭიროებებს შეფასების სახეობები.
დავიწყე პორტფოლიოს პრეზენტაციაზე მუშაობა.
ტრენერმა გაგვაცნო სხვადასხვა პუბლიკაციები, ბროშურები, ელექტრონული გაზეთები, რომლებიც კონკრეტული პროექტებისთვის იყო მომზადებული.
ვისაუბრეთ თუ რა მნიშვნელობა აქვს პუბლიკაციებს პროექტის წარმატებისთვის.